Tuesday, September 22, 2015

ელექტრონული რესურსისა და საგანმანათლებლო ტრენინგის რეფლექსია

ელექტრონული რესურსის გამოყენების
რეფლექსია

სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის  საჭიროდ მიმაჩნია ელექტრონული რესურსის გამოყენება,  რომელშიც გამოიკვეთება სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები. ჩემთვის  რესურსი  თავისთავად დამხმარე  ვიზუალური საშუალებაა პროცესის საინტერესოდ  და ეფექტურად  წარმართვისათვის.
ჩემი პროექტისათვის გამოყენებილ იქნა: ინტერნეტი მასალის მოსაძიებლად, შეფასების ცხრილების შესადგენად,  ტექსტის დასაბეჭდად,  ბუკლეტების დასამზადებლად,  მოსწავლეთა  მიერ სლაიდების მოსამზადებლად  და ა.შ.
პრეზენტაციის უკეთ  წარმოჩენისათვის მოსწავლეთა მიერ შექმნილმა სლაიდებმა თვალსაჩინო გახადა მათი მუშაობის ამსახველი პროცესი.  მოსწავლეებმა ისაუბრეს , თუ სად და როგორ მოიძიეს მასალა, რა წინააღმდეგობების დაძლევა მოუხდათ მათ და რა სიამოვნება მიიღეს მოძიებული მასალის შედეგად.
მოსწავლეებისათვის ეკრანზე გამოსახული მასალა მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.
 წინარე ცოდნის გააქტიურებაში დამეხმარა  ასევე  ცხრილი ,,ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე’’-ს  პირველი გრაფა, სადაც მოსწავლეებმა დააფიქსირეს ის ცოდნა, რომელიც მასალის კვლევა- ძიებამდე ჰქონდათ.  შემდეგ ეტაპებზე კი დანარჩენი  გრაფები იქნა შევსებული, რომელშიც გამოიკვეთა შესწავლილი  და გამომუშავებული უნარ-ჩვევები.
ყოველი შესრულებული აქტივობა  ითვალისწინებდა ესგ-ს, როგორც მითითებულია პროექტის გეგმაში.
ამგვარი ტიპის სამუშაოები ზრდის სასწავლო პროცესის მოტივაციას.





ბლოგის მისამართი-18081971m.blogspot.com



საგანმანათლებლო ტრენინგის რეფლექსია

          მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განვლილმა ტრენინგმა  სახელწოდებით  ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება  სასწავლო პროცესში’’ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სასწავლო პროცესის წარმართვაში.  ამ ტრენინგმა საშუალება მომცა,  შემეძინა საჭირო ცოდნა და გამოცდილება, რომელიც უნდა  გამომეყენებინა პრაქტიკაში.  საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებამ ხელი  შეუწყო საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას  და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას.
ამ ტრენინგმა მასწავლა ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნა  და ტექნოლოგიებით გამდიდრებული  გაკვეთილების დაგეგმვა.
        საჭიროებისამებრ   ინტერნეტში გავეცანი  საძიებო სერვისებს და საგანმანათლებლო რესურსებს.  ვისწავლე ტექსტური და მედია-ელემენტების მოძიება, პრეზენტაციების მომზადება-Mikrosoft poverpoint- სა  და  word-ში.  გავეცანი ეფექტური პრეზენტაციების ძირითად მახასიათებლებს, რომელიც საჭიროა  მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად,  მათ შორის კომუნიკაციის ხელშესაწყობად.

      მაშასადამე  მოსწავლეებისათვის  ვიზუალურად გაფორმებული მასალა  ეფექტური და დასამახსოვრებელია, რომელიც ეხმარება მასალის შინაარსის უკეთ გაგებასა და გააზრებაში.

No comments:

Post a Comment