სახელი, გვარი
|
მარიამ სამადაშვილი
|
||||||||
რაიონი
|
ქ. რუსთავი
|
||||||||
სკოლა
კლასი
|
№6
VII
|
||||||||
ქალაქი
|
რუსთავი
|
||||||||
თემის დასახელება
|
,,წიგნი თუ კომპიუტერი’’
უმბერტო ეკოს
საჯარო გამოსვლის მიხედვით
|
||||||||
თემის შინაარსი
|
|||||||||
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ და წაიკითხავენ წიგნისა და კომპიუტერის თემაზე დაწერილ ლიტერატურას.
მოამზადებენ პრეზენტაციას, გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას საკითხის მიმართ, გამოიყენებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას
, ჩაწერენ ინტერვიუს, გააკეთებენ დასკვნებს და არჩევანს შეაჩერებენ საკითხზე- წიგნი თუ კომპიუტერი?
|
|||||||||
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
||||||||
დონე/კლასი
|
VII
|
||||||||
განხორციელების
დროის ჩარჩო
|
ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს კვლევა-ძიება ამ საკითხთან დაკავშირებით
|
||||||||
პრეზენტაციის
ხანგრძლივობა
|
45 წუთი
|
||||||||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
|||||||||
ქართ. VII.9 მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე
დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში
ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ. საკუთარი
მოსაზრების განსამტკიცებლად იშველიებს ლიტერატურულ ტექსტებს, რეალურ ფაქტებს
პირად ცხოვრებიდან.
ქართ. VII.10. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული
განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი. გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს
ლიტერატურული ტექსტის სიუჟეტში განვითარებული მოვლენების შესახრებ.
|
|||||||||
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავება
|
|||||||||
-კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა
-ინფორმაციის კლასიფიკაცია და სინთეზირება პრობლემების
გადასაჭრელად, ასევე კითხვებზე პასუხების გასაცემად.
-კომუნიკაცია და თანამშრომლობა. პასუხისმგებლობის
გაზიარება მუშაობის პროცესში.
-საინფორმაციო წიგნიერება.
-ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება,
ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან
დაკავშირებით.
-ისტ.(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება.
-ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის,
ორგანიზების შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა
და გამოყენების ცოდნა.
-ლიდერობა და პასუხისმგებლობა.
-ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების
გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნის
მისაღწევად.
|
|||||||||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
|||||||||
1.
მოსწავლეები შეძლებენ
ლიტერატურული მასალის მოძიებას თემაზე ,,წიგნი და კომპიუტერი’’
2.
დააკავშირებენ წაკითხულთან საკუთარ გამოცდილებას.
3.
გააკეთებენ პრეზენტაციას
თემასთან დაკავშირებით.
|
|||||||||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
|||||||||
ზოგადი
კითხვა
|
რაში სჭირდება ადამიანს წიგნის ან კომპიუტერის გამოყენება?
|
||||||||
თემატური
კითხვები
|
თქვენი აზრით, შესაძლებელია, თუ არა კინომ, ტელევიზიამ
და კომპიუტერმა მთლიანად განდევნოს ადამიანის ცხოვრებიდან წიგნი?
|
||||||||
შინაარსობრივი
კითხვები
|
რა გაქვთ წაკითხული და მოძიებული ამ თემასთან დაკავშირებით?
|
||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
|||||||||
პროექტზე
მუშაობის დაწყებამდე
|
მოსწავლეები
მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
|
პროექტზე
მუშაობის დასრულების შემდეგ
|
|||||||
ვენის დიაგრამა
აზრობრივი რუკა
სქემა-,,ვიცი, ვისწავლე,მინდა ვიცოდე’’
|
მოკლე ჩანაწერები
|
პრეზენტაციის მომზადების ბუკლეტი,ჩეკლისტი
პრეზენტაციის რუბრიკა
|
პრეზენტაცია
|
პრეზენტაციის რუბრიკა
|
|||||
შეფასების ფორმები
|
|||||||||
მოსწავლეთა
პროვოცირებისათვის დასმული კითხვების შემდეგ
ვაკეთებ ვენის დიაგრამას, სადაც გამოჩნდება მოსწავლეთა მიერ დანახული საერთო და განმასხვავებელი
თვისებები. წიგნისა და კომპიუტერის თემაზე ვაკეთებ გონებრივ იერიშს, შემდეგ ვიყენებ სქემას ,,ვიცი, ვისწავლე, მინდა
ვიცოდეს’’ პირველ გრაფას. რის საშუალებითაც დავადგენ მოსწავლეთა წინარე ცოდნას. დავადგენ
ასევე საჭიროებებს. პროექტის ბოლოს ვავსებ სქემას ,,ვისწავლე’’, სადაც ნათლად გამოჩნდება
შეძენილი ცოდნა.
|
|||||||||
საბაზისო უნარ-ჩვევები
|
|||||||||
მოსწავლეებს
განვითარებული აქვთ წაკითხული ტექსტის გაგებისა და ანალიზის უნარი, შეუძლიათ ინფორმაციის მოძიება, აქვთ ლოგიკური
აზროვნება, გადმოსცემენ საკუთარ შთაბეჭდილებებს.
|
|||||||||
სასწავლო პროცედურები
|
|||||||||
პროექტზე მუშაობის
დაწყების წინ მოსწავლეები გაეცნობიან უმბერტო ეკოს საჯარო გამოსვლას. ისაუბრებენ
წიგნისა და კომპიუტერის მნიშვნელობაზე, შეადგენენ სამუშაო გეგმას, რომელიც კვლევა-ძიებისათვის
გამოადგებათ, განაწილდებიან ჯგუფებში და გაინაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს. ყურადღებას
გაამახვილებენ ძირითად საკითხებზე, მოემზადებიან პრეზენტაციისათვის.
|
|||||||||
მაღალი
აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
წინასწარ ჩაატარებენ კვლევას თანატოლებთან, უფროსებთან. მოაწყობენ დისკუსიას
აღნიშნულ თემაზე.
|
||||||||
სასწავლო
თემისთვის საჭირო მასალები
|
კომპიუტერი,ინტერნეტკავშირი, საბეჭდი მანქანა /პრინტერი, პროექტორი, ფოტოკამერა.
|
||||||||
ტექნოლოგია-პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა
ბაზა/ცხრილები,ფოტო/სურათების დამუშავება.
ინტერნეტძიება,,,vord’’-ის პროგრამა.
|
|||||||||
ბეჭდვითი
მასალები
|
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები, მოთხრობრები და ა.შ.
|
||||||||
|
|||||||||
მოსწავლეები შეფასდებიან ჯგუფური მუშაობის სპეციპიკიდან გამომდინარე
|
|||||||||
კრიტერიუმები
|
1-3
|
4-5
|
6-7
|
8-10
|
|||||
სამუშაო მიზნის გაგება
|
სამუშაოს მიზანი
საერთოდ ვერ გაიგო
|
სამუშაოს მიზანი
ნაწილობრივ გაიგო
|
სამუშაოს მიზანი
გაიგო
|
სამუშაოს მიზანი
კარგად გაიგო
|
|||||
სამუშაოს ორგანიზე
ბა
|
ჯგუფის წევრებმა
ვერ გაინაწილეს სამუშაო.
მუშაობა არაორგანიზებული
იყო.
|
ჯგუფის წევრებმა
ორგანიზება გაუკეთეს დავალებების განაწილებას,
მაგრამ ვერ შეასრულეს დავალება კარგად.
|
ჯგუფის წევრები
ორგანიზებულად მუშაობდნენ, მაგრამ არათანაბრად
იყო განაწილებული დავალებები.
|
ჯგუფის წევრები
ორგანიზებულად მუშაობდნენ და დავალებები
თანაბრად იყო განაწილებული.
|
|||||
პრეზენტაცია
|
ჯგუფის წევრებმა
ვერ წარადგინეს საკუთარი ნამუშევარი.
|
ჯგუფის წევრებმა
წარადგინეს საკუთარი ნამუშევარი, მაგრამ ნაწილობრივაა გასაგები და მოითხოვს დაზუსტებას.
|
ჯგუფის წევრებმა კარგად წარადგინეს ნამუშევარი, მაგრამ უჭირთ საკუთარი აზრის ჩამოყალიბე
ბა-დასაბუთება.
|
ჯგუფის წევრებმა
დამაჯერებ
ლად წარადგინეს ნამუშევარი.
|
|||||
|
ვენის დიაგრამა
წიგნი
|
|
|||||||
|
|||||||||
ცხრილები
,,ვიცი-ვისწავლე-მინდა ვიცოდე’’ /,,როგორ გავიგო-რა
გავიგე-რა მინდა გავიგო’’
რა იცით წიგნიერებისა და კომპიუტერის შესახებ?
|
რა შეკითხვები გაქვთ საზოგადოებასთან?
|
როგორ მოიპოვებთ პასუხებს თქვენს შეკითხვებზე?
|
რა გაიგეთ ნაწარმოებიდან გამომდინარე?
|
მოსწავლეთა
პასუხები
|
მოსწავლეთა
პასუხები
|
მოსწავლეთა
პასუხები
|
მოსწავლეთა
პასუხები
|
წიგნი
ადამიანის მეგობარია. უწიგნოდ ადამიანი დაიჩაგრება ცხოვრების გზაზე.
საზოგადოებისაგან
გარიყულად იგრძნობს თავს უწიგნური ადამიანი.
კომპიუტერით
დაინტერესებულია ახალგაზრდობა. ბევრი უპირატესობას
ანიჭებს მას.
|
მნიშვნელოვანია
რას ფიქრობს საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით.
|
მოვიძიებთ
მასალას ამ თემასთან დაკავშირებით, გავაკეთებთ გამოკითხვას და ჩავწერთ ინტერვიუს,
მოვისმენთ
ყურადღებით საზოგადოების აზრს.
|
უმბერტო
ეკოს საჯარო გამოსვლა რეალობაა.
აუცილებელია
საზოგადოება დაფიქრდეს ამ საკითხზე.
ეცადოს
საზოგადოება, რომ მოზარდი დაინტერესდეს წიგნით
და მხოლოდ არ იყოს მიჯაჭვული კომპიუტერზე.
|
2015 წლის მარტი
დისკუსია თემაზე ,,წიგნი თუ კომპიუტერი?“
პრეზენტაცია
ბუკლეტი
პროფესიული განვითარების განხორციელებული გეგმის
რეფლექსია
პროექტით გათვალისწინებული საკითხი, რომელიც შეეხება
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებას მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია დრევანდელ საზოგადოებაში.
პროექტის მიზანი
მიღწევადია, რადგან მოსწავლეებმა თავისუფლად შეძლეს მასალის მოძიება-დამუშავება, წაკითხულთან საკუთარი გამოცდილების გაზიარება და თემასთან დაკავშირებით
პრეზენტაციის გაკეთება.
გამოყენებული
თითოეული აქტივობა პროექტის მიზანთან შესაბამისობაშია, რომელიც ემსახურება შედეგზე
გასვლას.
პროექტში VII კლასის მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან ამ ასაკის მოზარდებისათვის
წიგნისა და კომპიუტერის საკითხი აქტუალურია.
დაგეგმილი აქტივობები ნათლად ემსახურება პრაქტიკაში ცოდნის გამოყენებას
(მაგ. მოსწავლეები აკეთებენ გამოკითხვას, წერენ ინტერვიუს, იძიებენ მასალას
და ა.შ.)
გათვალისწინებული ვადა-ერთი თვე პროექტისათვის შედეგის მისაღწევად საკმარისი იყო.
თვითშეფასების რეფლექსია
მიმდინარე
პროექტის შეფასების დაგეგმვის განხორციელებისას აუცილებელ პირობად მივიჩნიე, მოსწავლეებზე
ორიენტირებული მიმდინარე შეფასება
დამეგეგმა. ყურადღება გავამახვილე
მოსწავლეთა, როგორც ძლიერი მხარეების შენარჩუნებზე, ასევე სუსტი მხარეების
გაუმჯობესებაზე.
შეფასების
გეგმის შედგენის პროცესში განვსაზღვრე და ყურადღება გავამახვილე , თუ როგორ უნდა შემეფასებინა
მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამოყენება ნამუშევრებში.
განმავითარებელი
შეფასება გამოვიყენე თემაზე მუშაობის დაწყებამდე, როცა განვსაზღვრე შესაბამისი სასწავლო
პროცედურები.
ამგვარად შევისწავლე
მოსწავლეების წინარე ცოდნა და განვსაზღვრე, თუ როგორ გამეგრძელებინა თემაზე მუშაობა.
პროექტის განმავლობაში მოსწავლეებთან ერთად შევქმენი რუბრიკები და შეფასების
სხვადასხვა ფორმები.
მისაღწევი შედეგების გააზრებისათვის მოსწავლეები იყენებდნენ
რუბრიკებს.
პროექტის მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებმა გაიაზრეს
პროექტის მოლოდინები, სასწავლო მიზნები და შეფასების კრიტერიუმები. დროდადრო მოსწავლეებთან მქონდა შეხვედრები უკუკავშირის
მისაღებად, შეფასების გასაზიარებლად, რჩევებისა და დამატებითი ინსტრუქციის მისაცემად და შეკითხვებზე
პასუხის გასაცემად. ასევე მოსწავლეები აწარმოებდნენ
თვითშეფასებას, მონაწილეობდნენ თანატოლთა შეფასებაში.
პროექტის განმავლობაში მოსწავლეები აკეთებდნენ დროულ
რეფლექსიას, რომელიც ხელს უწყობდა მიმდინარე
პროცესზე დაკვირვებას.
მონიტორინგის დაკვირვების მიზნით ვიყენებდი ჩანაწერებს
და დაკვირვების ფურცლებს ინდივიდუალური და
ჯგუფური მუშაობის პროცესში.
ეროვნული სასწავლო რესურსის
რეფლექსია
პროექტის
სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის
მნიშვნელოვანი როლი აკისრია სასწავლო რესურსის გამოყენებას.
პროექტის მიზანი გვკარნახობს რა ტიპის რესურსით უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს.
რესურსის გამოყენება მოსწავლეებს დაეხმარა საკითხის უკეთ გააზრებაში,
თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში
წიგნისა და კომპიუტერის როლი, რა არის
თითოეული მათგანისათვის დამახასიათებელი და რა
პრობლემის წინაშე ვდგავართ დღეს.
პროექტის
რესურსმა საშუალება მომცა გამეანალიზებინა, რა ცოდნა და უნარები შეიძინეს მოსწავლეებმა
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გამოიკვეთა
ის ფაქტი, რომ სასწავლო რესურსი აკმაყოფილებდა ეროვნული სასწავლო გეგმის პროგრამის მოთხოვნებს, რომელმაც ხელი შეუწყო გამჭოლი კომპეტენციის განვითარებას. ამ მიზნით
შექმნილი რესურსი შეესაბამება ესგ-ის
შემდეგ სტანდარტებს:
ქართ.VII.1.მოსწავლე
ისმენს(მაგ. სატელევიზიო ინტერვიუს), გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.
გამოხატავს
არავერბალური ხერხით: ყურადრებიანი
მზერით, თავის დაქნევით, ღიმილით და სხვა.
მოსმენის შემდეგ
სვამს ადეკვატურ კითხვებს.
ქართ.VII.2.მოსწავლე
აანალიზებს სატელევიზიო ინტერვიუს ან დისკუსიას
: რა იყო გადაცემის თემა, იყო თუ არა წამყვანი კორექტული, უსმენდა თუ არა სტუმარს და ა.შ.
ქართ.VII.5.ამოიცნობს
და იყენებს შეფასების გამომხატველ სიტყვებს
მაგ: ვფიქრობ, სავარაუდოდ, დასაშვებია და ა.შ.
ქართ.VII.12.მოსწავლე
წერს სარეკლამო ტექსტს აუდიტორიისათვის.
ქართ.VII.14.მოსწავლე
იყენებს სხვადასხვა რესურს: ლექსიკონს, ბიბლიოოთეკას
და ა.შ.
თარიღი-18.09.2015 წ.
No comments:
Post a Comment