რეკომენდაციები
1.
სასურველია,
გაკვეთილის დასაწყისში ნიკას მივმართოთ კითხვით,
რა უნდა გააკეტოს ამ გაკვეთილზე, რისი გაკეთება შეიძლება (უფლება) და რისი არა.
აქვს თუ არა წიგნი და რვეული და მისთვის (პედაგოგისთვის) საინტერესოა, როგორ შეასრულა
დავალება. რა გაუძნელდა ან გაუადვილდა. შევაქოთ იმ გარჯისათვის, რომელიც მან გასწია. თუ
არასწორად აქვს შესრულებული დავალება, სხვა
ბავშვების დახმარებით შევასწორებინოთ.
2. თუ გაკვეთილის დასაწყისში
ნიკა გაიღიზიანებული დაგვხვდათ, ყვირილით მიმართვას
აზრი არ აქვს, არ მოგისმენთ, ამიტომ აჯობებს, ვკითხოთ სახლში ხომ არ ურჩევია წასვლა და ვუთხრათ,
მოდი ერთად დავურეკოთ აღმზრდელს
. დარწმუნებული იყავით, რომ
ნიკას ასეთ შემთხვევაში აღმზრდელთან შეხვედრა და მითუმეტეს სახლში წასვლა არ ენდომება. ამიტომ თავადვე დამშვიდდება.
3.
ვეცადოთ მისთვის გვქონდეს შერჩეული საინტერესო დავალებები, თუ ფიქრობთ, რომ მასალა რთულია და ნიკასათვის არ არის
საინტერესო, გავუმარტივოთ და თვალსაჩინოებით
გავუმდიდროთ.
სურათზე
დაკვირვებით და ილუსტრაციის შექმნით სახალისო
იქნება მისთვის დავალებების შესრულება.
4.
აუცილებელია, რასაც ნიკა გააკეთებს , ყოველი დავალების შესრულების
დამთავრებისას გავაკეთებინოთ პრეზენტაცია, რადგან ძალიან უყვარს მას ყურადღების
ცენტრში ყოფნა.
5.
შევაფასებინოთ თავადვე საკუთარი ნამუშევარი და სხვისიც.
6.დავაკვირვოთ
ახალ მასალაზე გადასვლის წინ სათაურსა და ილუსტრაციაზე, გამოვათქმევინოთ ვარაუდები და ტექსტიდან მცირე მონაკვეთი
მაინც წავაკითხოთ. თუგინდ ერთი წინადადება იყოს.
7.ნიკამ
უნდა იგრძნოს, რომ მასწავლებლისათვის მნიშვნელოვანი და მოსაწონი მოსწავლეა და აკეთებინებს იმას, რასაც
სხვა მოსწავლეები აკეთებენ.
8.
გაკვეთილის ბოლოს კლასის წინაშე აღვნიშნოთ ნიკას მუშაობა, როგორი საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მისთვის.(მასწავლებლისთვის)
9.
გაითვალისწინეთ: თუ გაკვეთილის რომელიმე მონაკვეთში ნიკას დატოვებთ ყურადღების გარეშე,
იგი აუცილებლად შეგიშლით ხელს. ამიტომ ეცადეთ,
სხვადასხვა
აქტივობების გამოყენებით დაკავდეს და არ დაგრჩეთ ყურადღების მიღმა. იგი უნდა გრძნობდეს
მასწავლებლის თვალით კონტაქტსაც კი.
No comments:
Post a Comment