პროექტის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
,,ბრბოდქცეული საზოგადოების მსხვერპლად შეწირული
სიცოცხლე’’’
გ. ლეონიძის "მარიტა"-ს
მიხედვით
|
სწავლების
საფეხური და კლასი
|
II საფეხური, VIII კლასი
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
15 (განაყოფი)
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
მარიამ სამადაშვილი
|
საგანი
|
ქარათული ენა და ლიტერატურა
|
თარიღი
|
10. 03. 2016 წ
|
პროექტის
მნიშვნელობა
/აქტუალობა
|
მოსწავლეები დაინტერესდებიან და
დაუახლოვ-დებიან გ.ლეონიძის
შემოქმედებას;. აღიქვამენ და გაიაზრებენ, რა არის სამართლიანობა, როგორია ბრბოს
ფსიქოლოგია,
მათი დამოკიდებულება საზოგადოებასთან; როგორ არის შესაძლებელი ბოროტების სიკეთისაგან
გარჩევა ,
რომლის
საფუძველზე შეძლებენ საკუთარი
აზრის დაფიქსირებას.
პროექტის
ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ იმ მასალას,
რომელიც კონკრეტულად ეხება პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირებასა და
საზოგადოების ბრბოდ ქცევას , ჩაწერენ
ფსიქოლოგთან და იურისტთან ინტერვიუს, გააკეთებენ საზოგადოებასთან გამოკითხვას და გამოიტანენ დასკვნებს თემის
ირგვლივ, რომლის საფუძველზეც მოამზადებენ პრეზენტაციებს გაკვეთილისათვის.
გარდა ამისა გამოუმუშავდებათ კრიტიკული
აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები; მოახდენენ ინფორმაციის
კლასიფიკაციასა და სინთეზირებას პრობლემების გადასაჭრელად, კითხვებზე პასუხების
გასაცემად; გამოიყენებენ ტექნოლოგიებს, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების
და კომუნიკაციის საშუალებას. ჯგუფური
მუშაობის დროს მოახდენენ თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გაზიარებას.
|
გაკვეთილის მიზანი და შედეგი
|
მოსწავლეებმა
შეძლონ ძირითადი პრობლემისა და იდეის გამოკვეთა; ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული
პრობლემის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება; ავტორის მიზანდასახულობის
განსაზღვრა; ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნებისა
და არგუმენტირებული
მსჯელობის უნარ-ჩვევის გამომუშავება
და განვითარება; ასევე ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
v მოსწავლე წარმოადგენს საკუთარ თვალსაზრისს აუდიტორიის წინაშე; მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანმიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას; გამოაქვს ადეკვატური დასკვნა; იყენებს ციტატებს საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად.
v ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემის გამომწვევ მიზეზებს.
v გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახულ ზნეობრივ–ეთიკურ პრობლემების მიმართ.
გამოუმუშავდება პერსონაჟებზე დაკვირვების, დამოუკიდებლად აზროვნების, პრეზენტაციის უნარ–ჩვევბი.
ნაწარმოების
მთავარი სათქმელის
განსაზღვრის უნარ-ჩვევა,
|
შინაარსობრივი
სტანდარ
ტი და ინდიკატორი
|
მიმართულება ზეპირმეტყველება
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა
აუდიტორიის წინაშე.
v
მოსწავლე მსჯელობს
სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას; მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური
დასკვნა;
v საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად
იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან, სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ მონაცემებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან
და ა. შ
v ისმენს / თვითონ სთავაზობს
აუდიტორიას საკითხის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს; გამოკვეთს საკუთარ თვალსაზრისსა და
არგუმენტებს.
v ქართ.
VIII. 2.
მოსწავლეს შეუძლია ორატორის გამოსვლის
მოსმენა და მისი შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ. VIII. 4. მოსწავლეს
შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად
სტრატეგიების არჩევა და
გამოყენება.
v აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ ამზადებს და სათანადო
სიტუაციებში იყენებს დამხმარე
(ვიზუალურ, ელექტრონულ, მუსიკალურ და ა. შ.) მასალას;
v აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებს კონკრეტულ ტექსტს და
მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად
იყენებს სხვადასხვა ხერხს (მაგ. იუმორს, ანეკდოტებს, სტატისტიკურ მონაცემებს, ემოციურ
მეტყველებას და სხვ.).
|
მიმართულება კითხვა
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს
შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და
შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ
საკითხებზე.
v დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს
დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
v ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
v არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;
v გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული
ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
ქართ. VIII. 6. მოსწავლეს
შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა
კონკრეტულ მიზანსა და
აუდიტორიასთან.
v მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ტექსტის სტრუქტურა მიზანს
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს
შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
v მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს
სოციალურ-კულტურულ გარემოს;
v აკავშირებს ამ ფაქტორებს ნაწარმოების შინაარსთან;
v
მიმართულება წერა
ქართ. VIII. 11. მოსწავლეს
შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის
გათვალისწინებით.
მოსწავლე წარმოადგენს საკუთართვალსაზრისს აუდიტორიის წინაშე; მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანმიმდევრულად ავითარებს
თავის მოსაზრებას; გამოაქვს ადეკვატური დასკვნა; იყენებს ციტატებს საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
ზოგადი კითხვა
|
რა არის ბრბოს ფსიქოლოგია?
|
თემატური კითხვა
|
რატომ
უპირისპირდება საზოგადოება პიროვნებას?
|
შინაარსობრივი კითხვა
|
ვინ არის ციციკორე და რატომ შემორჩა მას ჟამგასული აზროვნება?
|
წინასწარი
ცოდნა
|
მოსწავლეებმა შეისწავლეს გ. ლეონიძის ,,მარიტა’’, ნანახი აქვთ მხატვრული ფილმი: "ნატვრის ხე". ფლობენ ისტ ტექნოლოგიებს.
|
სასწავლო
და
ტექნიკური
რესურსი
|
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, საპრეზენტაციო პროგრამა:microsoft office powerpoint, google- საძიებო სისტემა. ფლეიერი
|
შეფასების
ფორმები
|
ვიყენებ
განმსაზღვრელ და
განმავითარებელ შეფასებას.
|
საბაზისო უნარ-ჩვევები
(პროექტზე მუშაობის
განმავლობაში)
მოსწავლეს
განვითარებული აქვთ წაკითხული ტექსტის გაგებისა
და ანალიზის უნარი, შეუძლიათ ინფორმაციის
მოძიება, აქვთ ლოგიკური აზროვნება, გადმოსცემენ საკუთარ შთაბეჭდილებებს.
|
||||||
სასწავლო პროცედურები
პროექტზე მუშაობის დაწყების წინ
მოსწავლეები გაეცნობიან გარდა გიორგი
ლეონიძის მოთხრობა ,,მარიტას’’, ასევე მოიძიებენ კონკრეტული საკითხის მიხედვით სხვადასხვა ინფორმაციებს. ნახავენ კინო-ფილმ ,,ნატვრის ხეს’’. ისაუბრებენ,
პარალელს გაავლებენ ნანახსა და წაკითხულს
შორის, რამდენად საინტერესო და
მნიშვნელოვანია (აქტუალურია) დღევანდელი
თაობისთვის იქ წამოჭრილი პრობლემა. შეადგენენ სამუშაო გეგმას, რომელიც კვლევა-ძიებისათვის
გამოადგებათ, განაწილდებიან ჯგუფებში და გაინაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს. ყურადღებას გაამახვილებენ ძირითად საკითხებზე,
მოემზადებიან პრეზენტაციისათვის.
|
||||||
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
წინასწარ ჩაატარებენ კვლევას თანატოლებთან
და უფროსებთან. მოაწყობენ დისკუსიას
აღნიშნულ თემაზე.
|
|||||
სასწავლო თემისთვის საჭირო
მასალები
|
კომპიუტერი,ინტერნეტკავშირი,
საბეჭდი მანქანა /პრინტერი, პროექტორი, ფოტოკამერა.
|
|||||
ტექნოლოგია-პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა
ბაზა/ცხრილები,ფოტო/სურათების დამუშავება.
ინტერნეტძიება,,,vord’’-ის
პროგრამა.
|
||||||
ბეჭდვითი მასალები
|
სასწავლო სახელმძღვანელო,
ჟურნალ-გაზეთები
|
|||||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
ერთი თვის განმავლობაში
მიმდინარეობს კვლევა-ძიება ამ საკითხთან დაკავშირებით
|
|||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
|
მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე
და ასრულებენ დავალებებს
|
პროექტზე მუშაობის დასრულების
შემდეგ
|
||||
ვენის დიაგრამა,
აზრობრივი რუკა
|
მოკლე ჩანაწერები,
ინტერვიუ
|
პრეზენტაციის მომზადების ბუკლეტი,
პრეზენტაციის რუბრიკა
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის
რუბრიკა
|
||
შეფასების ფორმები
(განმავითარებელი)
|
||||||
დასაწყისში მოსწავლეთა
პროვოცირებისათვის დასმული კითხვების შემდეგ ვაკეთებ ვენის დიაგრამას, სადაც გამოჩნდება მოსწავლეთა მიერ დანახული საერთო და განმასხვავებელი თვისებები. მაგ. რა საერთოს
და განსხვავებას ხედავენ კინოფილმსა
და მოთხრობას შორის. შემდეგ მოსწავლეები გამოკვეთენ იმ პრობლემას,
რომელზეც ძირითადად მოუწევთ ჯგუფებში მუშაობა.
დროდადრო აკეთებენ ჩანაწერებს და უკუკავშირის მისაღებად აწყობენ შეხვედრებს,
სადაც ერთმანეთს და მათ შორის მეც მიზიარებენ მიღწევებსა და მომავალ
(ჩასატარებელ) სამუშაოს.
მოსწავლეები ამზადებენ ბუკლეტებს, სადაც
აყალიბებენ პროექტის მიზანს და გაცნობისა და აზრთა გაზიარების
მიზნით ხვდებიან საზოგადოების
სხვადასხვა წარმომადგენლებს. წერენ
ინტერვიუს ფსიქოლოგთან და ადვოკატთან. შემდეგ ნახულობენ ჩანაწერებს და
განიხილავენ.
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ კი
ვატარებთ პროექტ- გაკვეთილს
სადაც მოხდება ჯგუფების მუშაობის სრული პრეზენტაცია .
|
||||||
მოსწავლეები
შეფასდებიან ჯგუფური მუშაობის სპეციპიკიდან გამომდინარე
|
||||
კრიტერიუმები
|
1-3
|
4-5
|
6-7
|
8-10
|
სამუშაო
მიზნის გაგება
|
სამუშაოს
მიზანი საერთოდ ვერ გაიგო
|
სამუშაოს
მიზანი ნაწილობრივ გაიგო
|
სამუშაოს
მიზანი გაიგო
|
სამუშაოს
მიზანი კარგად გაიგო
|
სამუშაოს
ორგანიზე
ბა
|
ჯგუფის
წევრებმა ვერ გაინაწილეს სამუშაო.
მუშაობა
არაორგანიზებული იყო.
|
ჯგუფის
წევრებმა ორგანიზება გაუკეთეს დავალებების განაწილებას, მაგრამ ვერ
შეასრულეს დავალება კარგად.
|
ჯგუფის
წევრები ორგანიზებულად მუშაობდნენ, მაგრამ არათანაბრად იყო
განაწილებული დავალებები.
|
ჯგუფის
წევრები ორგანიზებულად მუშაობდნენ და დავალებები თანაბრად იყო
განაწილებული.
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფის
წევრებმა ვერ წარადგინეს საკუთარი ნამუშევარი.
|
ჯგუფის
წევრებმა წარადგინეს საკუთარი ნამუშევარი, მაგრამ ნაწილობრივაა გასაგები
და მოითხოვს დაზუსტებას.
|
ჯგუფის
წევრებმა კარგად წარადგინეს ნამუშევარი, მაგრამ უჭირთ საკუთარი
აზრის ჩამოყალიბე
ბა-დასაბუთება.
|
ჯგუფის
წევრებმა დამაჯერებ
ლად
წარადგინეს ნამუშევარი.
|
მასწავლებლის
თვითშეფასება
№
|
კრიტერიუმები /ქულები
|
1
|
2
|
3
|
1
|
გაკვეთილის მიზანი გასაგები, კონკრეტული და რეალისტური იყო
|
|
|
|
2
|
გამოყენებული მეთოდები და აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
|
|
|
|
3
|
სწორად გადავანაწილე დრო
გაკვეთილის მსვლელობისას
|
|
|
|
4
|
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
|
|
|
|
5
|
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურჩართვას საგაკვეთილო პროცესში
|
|
|
|
6
|
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს
|
|
|
|
7
|
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
|
|
|
|
8
|
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
|
|
|
|
9
|
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
|
|
|
|
10
|
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
|
|
|
|
11
|
მივეცი საშუალება მოსწავლეებს
გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები
|
|
|
|
12
|
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხისგასაცემად
|
|
|
|
შეფასების
რუბრიკა_ მსჯელობა
სასწავლო უნარები
|
1-4
|
5-6-
|
7-8
|
-9-10
|
თემისა და პრობლემის განსაზღვრა
|
ვერ საზღვრავს კონკრეტულ თემატიკას და პრობლემას
|
დახმარების საშუალებით შეუძლია რამდენადმე
მიუახლოვდეს სამიზნე თემას
|
არასრულფასოვნად აყალიბებს თემატიკასა და
პრობლემას
|
საზღვრავს მიზანს, მსჯელობს პრობლემაზე, მოჰყავს
არგუმენტები
|
ლიტერატურული პარალელების განსაზღვრა
|
არ შეუძლია ლიტერატურული პარალელების ამოცნობა
|
დახმარების შედეგად ამოიცნობს
ლიტ-პარალელებს
|
შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს თემები და
იდეები, მოჰყავს მაგალითები
|
მასალა კარგად აქვს მომზადებული, შეუძლია
მაგალითებისა და ლიტერატურული პარალელების შესახებ მსჯელობა და სათანადო
დასკვნების გამოტანა
|
პრეზენტაცია
|
თემას ვერ წარმოადგენს ნათლად და გასაგებად,
კითხვებზე ვერ პასუხობს ადეკვატურად
|
ინფორმაციას ფლობს, მაგრამ უჭირს მისი
დალაგება, ლოგიკურად გადმოცემა
|
შეუძლია გეგმის მიხედვით წარმოადგინოს საპრეზენტაციო
საკითხი, ვერ იცავს დროის ლიმიტს.
|
შესავალი საინტერესოა,
ავლენს შემოქმედებით უნარს, დაცულია ლოგიკური
ჯაჭვი, გამართულია ტემბრი, იცავს დროის ლიმიტს
|
ინფორმაციის მოძიების შეფასების
რუბრიკა
მოძიებული მასალა შეესაბამება საკითხს/თემას
|
3
|
გამოყენებულია მრავალფეროვანი საიფორმაციო
წყარო/საშუალება
|
3
|
მოპოვებული ინფორმაცია ორგანიზებულია
|
4
|

აქტივობის ბარათი
1.მოიყვანეთ სამი მნიშვნელოვანი არგუმენტი,
რომლის საფუძველზეც დაიცავთ მარიტას საზოგადოებისაგან.
2.დაასახელეთ ორი მნიშვნელოვანი არგუმენტი,
რომლის საფუძველზეც გაამართლებთ სოფლის თავკაცს.
3. წარმოიდგინეთ, რომ მოქმედების ადგილზე ხართ, თქვენი თვალით უყურებთ
ყველაფერს, ანუ ხართ მომსწრე მარიტას დასჯისა. როგორ მოიქცეოდით, როგორ გადაჭრიდით
პრობლემას?
4. ფილმის ,,ნატვრის ხის’’ მიხედვით ფინალში უმწეოდ გამოწვდილ დიდედას ხელებს, რომელიც ამაოდ
ითხოვს შველას, მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს როგორ ან რით უშველიდით?. შეეცადეთ,
დაასახელოთ ჯგუფის ყველა წევრმა ერთი (თითო-თითო) სიტყვა.

გაკვეთილის
მსვლელობა
აქტივობა 1.გამოწვევა (პროვოცირება) (2 წთ)
პროვოცირების მიზნით გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს ვაჩვენებ ნაწყვეთს კადრიდან ,,ნატვრის ხეზე აკინძული პოეზია’’, სადაც გ. ლეონიძის შემოქმედებითი სიტყვებია წარმოდგენილი. http://youtube.com/watch?v=mmrrDAxwjA0
აქტივობა 2 ტექსტის გახსენება (5 წთ)
მოსწავლეები იწყებენ ტექსტიდან ,,მარიტა’’-ს შესავალი მონაკვეთის თხრობას (,,ვის არ უყვარს მზე?-იცოდა, აფასებდა, უფრთხილდებოდა’’)
v ქართ. VIII.4.აუდიტორიის გათვალისწინებით
მოამზადებს კონკრეტულ ტექსტს და მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად იყენებს სხვადასხვა ხერხს (მაგ.
იუმორს, ანეკდოტებს, სტატისტიკურ მონაცემებს, ემოციურ მეტყველებას და სხვ.).
აქტივობა 3-დისკუსია (10 წთ) (-თემის
ჟანრისა და ტექსტში წამოჭრილი პრობლემის მიმოხილვა) მოსწავლეები ახდენენ მოძიებული მასალისა და საკუთარი აზრის სინთეზირებას. ჩემ მიერ დასმულ კითხვებზე საუბრობენ მოძიებული მასალის მიხედვით .
მაგ; 1.რა ჟანრის ნაწარმოებია გ. ლეონიძის ნატვრის ხე?
2.როგორია გოგლა ლეონიძის თვალით დანახული სოფელი?
3.როგორი იყო მარიტა?
4.ვინ არის ციციკორე და რატომ შემორჩა მას ჟამგასული აზროვნება?
5. რას ნიშნავს ბრბოს ფსიქოლოგია? როგორ არის გადმოცემული ამ ნაწარმოებში ეს საკითხი?
რა განასხვავებს ბრბოს ადამიანისგან? ვის მხარეზეა სიმართლე?)ახერხებს თუ არა ცალკეული პიროვნება დაუპირისპირდეს ბრბოს?
6.როგორ განვსაზრვროთ პიროვნება და საზოგადოება?
7.რა არის მორალი?
v ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა
v ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების
გაანალიზება.
v
ქართ. VIII. 2. მოსწავლეს შეუძლია ორატორის გამოსვლის მოსმენა და მისი შეფასება
საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
v ქართ.
VIII. 5. ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ
საკითხს წაკითხულ ტექსტში; არკვევს
ტექსტში დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;
vგამოხატავს საკუთარ
დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
v ქართ. VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
მსჯელობს, რამდენად
შეესაბამება ტექსტის სტრუქტურა მიზანს
აქტივობა 4—მოსწავლეთა მიერ
შექმნილი რესურსის
პრეზენტაცია (15 წთ)მოსწავლეები მონიტორზე აჩვენებენ იმ მასალებს, რომელიც ჩაწერეს ფსიქოლოგთან (ნ.კობაიძესთან) თემაზე-,,ბრბოს ფსიქოლოგია’’ და ადვოკატთან (ვ. ქარუხნიშვილთან)--,,როგორ უნდა დაიცვას პიროვნებამ თავი ძალადობისაგან’’, სადაც სრულყოფილად არის დაფიქსირებული ყველა ის პასუხი, რომელიც გაუჩნდა ჯგუფის წევრებს პროექტზე მუშაობის პროცესში.
v ქართ. VIII.4.აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე
წინასწარ ამზადებს და სათანადო სიტუაციებში იყენებს დამხმარე (ვიზუალურ, ელექტრონულ, მუსიკალურ და ა. შ.) მასალას;
აქტივობა 5 აქტივობის ბარათებზე ,,3,2,1’’ მუშაობა ჯგუფებში (10 წთ)
თითოეულ ჯგუფს ურიგდება ბარათები, რომელზეც სამი
მნიშვნელოვანი დავალებაა შესასრულებელი. ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ აზრს , შემდეგ აჯერებენ პასუხებს წერილობით აფიქსირებენ, რის შემდეგაც აკეთებენ პრეზენტაციას.
v ქართ. VIII. 11.
v მოსწავლე წარმოადგენს საკუთარ
თვალსაზრისს აუდიტორიის წინაშე; მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის
მოხმობით და თანმიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას; გამოაქვს ადეკვატური დასკვნა; იყენებს ციტატებს საკუთარი მოსაზრების
გასამყარებლად.
აქტივობა 6.შეფასება (3 წთ)მოსწავლეებს ვაფასებ დისკუსიისა (მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს,მსჯელობს არგუმენტირებულად, აკეთებს დასკვნებს) და ჯგუფური მუშაობის (ურთიერთთანამშრომლობის) მიხედვით.
გიორგი კაკაბაძე – სოფლის პატიოსნება…
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
,,რა არის ჩვენი სიცოცხლე’’
(See more at http//www
blogger.ge/post/10598//sthash QSIUHN sO.dput)
პიროვნება და საზოგადოება
გამოყენებული
ლიტერატურა: მორალი,
როგორც
ქმედების
შეფასების
კრიტერიუმი
პიროვნული
და
მორალური
იდენტობა
კონფლიქტი
ინდივიდსა
და
საზოგადოებრივ
მორალს
შორის
მორალური
პასუხისმგებლობა
1. Timmons M.,
Moral Theory, 2002
2. Mussschenga
A.W., Personal and Moral Identity, 2002
3. Марченко
М. Н., Теория Государства и Права, M, 2004
4. ონანიანი ა.,
მორალის განვითარების ისტორიული გზა,
თბ., 1973
5. გაბიძაშვილი ო., ორი მორალი, თბ., 1978
6. გეგეშიძე ნ.,
ადამიანი, მორალი, რელიგია, თბ., 1987
7. ონანიანი ა., მორალის განვითარების ისტორიული გზა,
თბ., 1973
8. გაბიძაშვილი ო., ორი მორალი, თბ., 1978
9. გეგეშიძე ნ., ადამიანი,
მორალი, რელიგია, თბ., 1987
10. Марченко
М. Н., Теория Государства и Права, M, 2004, 450
11. Timmons M., Moral Theory, 2002
12.
Mussschenga A.W., Personal and Moral Identity, 2002ც. ჩახვაძე
No comments:
Post a Comment